ია ვარდანაშვილი

1991-2000 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.
2003-2009 წ.წ. გაიარა შ.პ.ს „ახალ მზერა“-ში რეზიდენტურის კურსი „ოფთალმოლოგიაში“.
2009წ. ჩააბარა სასართიფიკაციო სახელმწიფო გამოცდა სპეციალობით „ოფთალმოლოგია“.
2009წ- დღემდე მუშაობს  შ.პ.ს „ახალ მზერა“-ში  ექიმ -ოფთალმოლოგად.
2011წ დაინიშნა  შ.პ.ს „ახალ მზერა“-ის მთავარ ექიმად.

მონაწილეობდა სხვადასხვ საერთაშორისო კონფერენციებში.


 

 

ბელა რბილაძე

ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი. 1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1989-1990 წწ გაიარა ინტერნატურის კურსი ქ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე სპეციალობით “თვალის სნეულებანი”. 1990-1993 წწ – ქ. ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ოფთალმოლოგი; 1993-1995 წწ – ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატორი სპეციალობით “თვალის სნეულებანი”. 1998 წ მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1998-2000 წწ ქ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებლის თვალის სნეულებათა კურსის პედაგოგი. 2006 -2009 წწ ამერიკის მშვიდობის კორპუსის სამედიცინო ასისტენტი. 2004-2006 წწ ოფთალმოოგიური ჟურნალის Highlights of Ophthalmology” რუსული გამოცემის რედკოლეგიის წევრი.

2000 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის ლაზერულ ცენტრში “ახალი მზერა”. არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი/ავტორი. ფლობს ქართულ (მშობლიური), რუსულ (თავისუფლად), ინგლისურ (თავისუფლად) და ფრანგულ (ცუდად) ენებს.     

 

 

ნინო თავბერიძე

ნინო თავბერიძე - ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი. 1974წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1976წ. გაიარა თბილისის  სახ. სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატურა. 1976-1978წ. იყო თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის თვალის სნეულებათა კურსის პედაგოგი. 1978-1981წ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი. 1983-1998წ. მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტის, ხოლო 1998-2006წ. - დოცენტის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“.

1983წ. მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1984წ. გავლილი აქვს პედაგოგთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, 1994წ. გაიარა „ლაზერული ქირურგიის კურსი“ ქ. თბილისში, 2004წ. კი ქ. მოსკოვში რეტინოპათიის ლაზერული მკურნალობის კლინიკური ტრეინინგი. იგი არის 40 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი/ავტორი. ფლობს ქართულ (მშობლიური), რუსულ (თავისუფლად) და ინგლისურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებს.


ვეტა კუზანოვა

ექიმი-ოფთალმოლოგი

1974-1980წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი,სამკურნალო ფაკულტეტი.

1980-1981წ.წ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი თვალის სნეულებათა და ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განყოფილებაში.

1981-1985წ.წ. ქ.მცხეთის რ/საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი-ოფთალმოლოგი.

1985-1987წ.წ. კლინიკური ორდინატორი ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, ქ.მოსკოვი.

1985-2014წ.წ ექიმი-ოფთალმოლოგი ,ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი,რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი,თვალის რესპუბლიკური საავადმყოფო

გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები "ლაზერები ოფთალმოლოგიაში" ბელორუსიის სამედიცინო განათლების აკადემიაში,ასევე "პლასტიკური ოფთალმოქირურგია",ჰელმჰოლცის სახ. მოსკოვის სახელმწიფო თვალის სნეულებათა ინსტიტუტში, "მიოპიის და ასტიგმატიზმის ქირურგიული კორექცია",მოსკოვის თვალის მიკრო-ქირურგიის ცენტრში და კონტაქტური ლინზების შერჩევის პრაქტიკული კურსი (BAUCH&LOMB VISION CARE INSTITUTE)


 

ნინო კვარაცხელია

ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი2002 წელს დაამთავრა . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხო ენების ფაკულტეტი

2003-2004 გერმანია ქ. მიუნხენი გოეთეს ინსტიტუტი

     2004-2006 რუსეთი ქ.მოსკოვი ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. კლინიკური ორდინატურა ოფთალმოლოგიაში.

    2007-2010 რუსეთი ქ.მოსკოვი ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ასპირანტურა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

        2011 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად კლინიკაში ”ახალი მზერა”. არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფლობს ქართულ (მშობლიური), რუსულ (თავისუფლად) და გერმანულ (კარგად) ენებს